ძალადობა მოზარდებში

This slideshow requires JavaScript.

  ძალადობა ფიზიკურია და სულიერი. სხეულზე ძალადობა კანონით ისჯება, თუმცა ძალადობა სულზე ბევრად მტკივნეულია. ვინ არის მოძალადე ? ხშირად ის, ვისი ნიღაბიც ყველაზე მეტს იღიმის. თუმცა ძალადობა მხოლოდ ბოროტება არაა. ხანდახან ის ღრმად დაგროვილი ტკივილის გამოძახილია. საზოგადოება რომ ყველაზე მკაცრია ამ ფაქტს ხშირად შევხვდებით. ხშირად ათას აზრში ყველაზე ალოგიკური მიიჩნევა ობიექტურად. მოზარდისაგან მოძალადეს მისი გარემო აყალიბებს. ადამიანები, პირობები, შესაძლებლობები, განუხორციელებელი მიზნები და ოცნებად დარჩენილი ოცნებები.ძალადობას ძალადობა ქმნის. უმიზეზოდ არ კლავენ და არ სძულთ. დამცინავი ტონიც კი წყენას იწვევს, წყენა ტკივილს. ტკივილი კი უნდა გაქრეს. ეს კი ძალის გამოყენებით მოხდება თუ ძლიერი ფსიქოლოგიით თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. შენ მოზარდი ხარ. მოზარდი, რომელიც უარყოფს ძალადობას. ის, ვისაც შეუძლია შეცვალოს სამყარო და იცხოვროს მშვიდად. არა მსხვერპლად და არა მოძალადედ.

Advertisements

ნამდვილი ამბავი

რატომ ხდება მოზარდი ჩაკეტილი თავის თავთან?!, მე ამასთან დაკავშირებით, რაღაც ამბის თხრობა მინდა… წელს ჩემს კლასში გადმოვიდა უკრაინელი ბიჭი,რომელსაც ჰქვია იურა, ეს ბავშვი ძალიან მოწესრიგებული და ჭკვიანი მოსწავლე გახლდათ, სანამ შეუყვარდებოდა ვიღაც გოგო… ეს გოგო იყო ძალიან ჭკვიანი გოგო, მაგრამ ცოტა არ იყოს იგი ასევე იყო ქედმაღალი და ამპარტავანი გოგო…ამ ბავშვმა სულ ცდილობდა მისი გულის დაპყრობას, მაგრამ სულ უშედეგოდ მთავრდებოდა მისი წვალებები… ბოლოს, როდესაც სკოლაში კარნავალი ტარდებოდა, ამ ბიჭმა გადაწყვიტა მთელს სკოლის წინაშე ლექსი წაეკითხა იმ გოგოსთვის, თან ლექსიც მის მიერ იყო დაწერილი. ბოლოს დადგა 25 დეკემბერიც ეს გოგო მოვიდა  გამოპრანჭული.  ბიჭიც ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა… მაგრამ გოგომ ზედაც არ შეხედა ამ ბიჭს.ბიჭმა აიღო მიკროფონი და დაიწყო ლექსის წაკითხვა, ლექსი იყო ძალიან დიდი და ძალინაც საინტერესო, ბოლოს დაამთავრა ლექსის წაკითხვა, მთელმა დარბაზმა ტაში დაუკრა, ამ გოგოს გარდა, თან მთელი დღის განმავლობაში ყურადღებასაც, არ აქცევდა გოგომ ბიჭს.ბოლოს შეწუხებულმა ბიჭმა, დატოვა იქაურობა და წავიდა…  მეორე დღეს არ ელაპარეკებოდა ამ გოგოს, თან რაღაცა უცნაურად იქცეოდა.რამოდენიმე ხანი არც გაკვეთილებს სწავლობდა, არც სკოლაში დადიოდა ნორმალურად, ან თუ მოდიოდა მეორე გაკვეთილის შემდეგ იპარებოდა.რა თქმა უნდა ეს ცვლილებები მის მის ნიშნებზეც აისახა… ბოლოს იმ დონემდე მივიდა, რომ საერთოდ არ ესწრებოდა გაკვეთილებზე. ბოლოს, დამრიგებელმა თქვა რომ, კლასში ჩარჩები, რადგან უკვე 25% გახდა არების რაოდენობამ.ამის შემდეგ მისი ცხოვრება სულ შეიცვალა… დაიწყო სიგარეტის მოწევა, ცუდ ბიჭებთან ურთიერთობა,ყოველდღე ჩხუბობდა დიდ ბიჭებთან,ახლა კი თითქმის სულ ყოველდღე ნაცემი დადის…მოზარდის ცხოვრებამ უბრალო სიყვარულის გამო, საშინლად გაუარესდა. p.s ჩემი რჩევა მოზარდებისთვის ის არის, რომ ამ ასაკში არავინ არ შეგიყვარდეთ:D, თან მითუმეტეს თუ კი ეს ცალმხრივი სიყვარულია. ან თუ კი უკვე შეგიყვარდათ ამის შესახებ მშობელს მოუყევი ჩემი რჩევა მოზარდებისთვის ის არის, რომ ამ ასაკში არავინ არ შეგიყვარდეთ, თან მითუმეტეს თუ კი ეს ცალმხრივი სიყვარულია. ან თუ კი უკვე შეგიყვარდათ ამის შესახებ მშობელს მოუყევი, რათა წაგიყვანოს ფსიქოლოგთან და გადაჭროს ეს პრობლემა. ნუ ერიდებით მშობელთან, ის აუცილებლად გაგიგებს და დაგეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

მოზარდი გოგონების პრობლემები

როდესაც მოზარდი გოგონები 90/60/90-სკენ მიისწრაფვიან, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც 12-13 წლის გოგონა მკაცრ დიეტას იმისთვის იცავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სარკეში იოლად დაითვალოს საკუთარი ნეკნები, სრულიად მიუღებელია. პრანჭიკელა თინეიჯერების ამგვარ საქციელს ნეგატიურად აფასებენ არა მარტო უმაღლესი მოდის წარმომადგენლები, არამედ ექიმები და ფსიქოლოგები. მეტისმეტი შიმშილი სასურველი ფიგურის მისაღწევად მხოლოდ ჯანმრთელობას კი არა, ფსიქიკასაც ვნებს.

სპეციალისტებმა წონის კლებისკენ ავადმყოფურ სწრაფვას სახელიც კი შეარქვეს: ნერვული ანორექსია. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის თანახმად ეს პათოლოგია უმეტესად თინეიჯერ გოგონებს შორის იჩენს თავს, შეიძლება, გაცილებით უფროსი ასაკის ქალბატონსაც – მეტად იშვიათად, მაგრამ მაინც – განუვითარდეს.


დაავადებას, რომელსაც მოზარდი გოგონების სენადაც მოიხსენიებენ, მადის დაქვეითება ახასიათებს. ქალიშვილი უარს ამბობს კერძებსა თუ ტკბილეულზე, რომელთაც აქამდე სიამოვნებით მიირთმევდა. თუკი მშობლებმა მხარი არ დაუჭირეს, უჭმელობის გამო დატუქსეს და დაჟინებით მოსთხოვეს ულუფის დამთავრება, გოგონა ხრიკს მიმართავს: დარჩენილ საკვებს მალავს და შემდეგ ნაგავში გადაუძახებს ან ქვაბშივე ჩააბრუნებს. ხდება ისეც, რომ განმარტოებული მოზარდი ხელოვნურად იწვევს პირღებინებას. გარდა ამისა, ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობს, იღებს საფაღარათო საშუალებებს. შედეგიც, რაღა თქმა უნდა, არ აყოვნებს – თინეიჯერი წონას შესამჩნევად იკლებს, მაგრამ ნერვული ანორექსიის მთავარი ნიშანი ის გახლავთ, რომ გოგონა შედეგით არასოდეს არის კმაყოფილი.
ანორექსია, გარდა იმისა, რომ ოდესღაც მშვენიერ გოგონას ძვლად და ტყავად აქცევს, სერიოზულ დარღვევებსაც იწვევს. მაგალითად, მენსტრუაციული ციკლის მოშლას, მუდმივად დაბალ არტერიულ წნევას, ყაბზობას და, რაც მეტად შესამჩნევია ოჯახის წევრებისთვის – ხასიათის ცვლილებას: გოგონა ადრინდელზე გაცილებით აგრესიული ხდება.  დედ-მამის აგრესია მოზარდ გოგონას კიდევ უფრო გააღიზიანებს და მათ ჯიბრზე შეიძლება სრულებით შეწყვიტოს ჭამა. ხშირად საუკეთესო გამოსავალი ფსიქოთერაპიაა. სპეციალისტი შეეცდება გაარკვიოს მოტივაცია – მიზეზი, რამაც გოგონას შიმშილობისკენ უბიძგა. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ბანალურია: ქალიშვილი ცდილობს, მიბაძოს მეგობარს, რომელიც “ძვალი და ტყავია” ან, უბრალოდ, მოდას არის აყოლილი. ასეთი მოზარდები ცდილობენ, უმკაცრესი დიეტის საშუალებით სიმტკიცე და ნებისყოფა გამოიმუშაონ. ფსიქოთერაპიის წყალობით ქალიშვილს უბრუნდება საკუთარი თავის რწმენა, უჩნდება განკურნების, შესაბამისად, ჭამის სურვილი. ასე რომ მოხდეს, ურჩმა მოზარდმა ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს შიმშილობის მავნებლობის შესახებ.

ვირჩევთ პროფესიას

აგრესია მოზარდებში

გადაცემა მოზარდები, მომავალი თაობა

წინდახედული, პასიური და წინდაუხედავი მოზარდი

ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ ამ საკითხის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის გზაჯვარედინი ადგილისა, საიდანაც იწყება ადამიანის არჩევანი თუ როგორი პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს..
მოზარდთა კლასიფიკაცია შეიძლება არასწორიც იყოს, სწორედ იმის გამო, რომ მანამდე არ ეკისრება მას გარკვეული ვალდებულება იყოს პასუხისმგებელი თავის თავზე , მაგრამ მაინც შეიძლება გამოყოფა წინდახედული, პასიური და წინდაუხედავი მოზარდის.

წინდახედული მოზარდი ყოველთვის ფიქრობს მომავალზე და თავის მიზნებზე .. იყოს უკეთესი , ვიდრე მშობელი ან ვინმე სხვა ვინც პიროვნების მაგალითად მიაჩნია.. ასეთი ადამიანი 11-13 წლის ასაკიდან იწყებს ბრძოლას გამოძვრეს ბავშვობიდან და აძვრეს იმაზე მაღლა, ვიდრე თავისი თანატოლები..წინდახედული მოზარდის ცხოვრება რომ წარმატებით სრულდება ადვილი მისახვედრია.. ასეთ ბავშვებს ყოველთვის უჩნდებათ კითხვები, რომლებსაც პასუხობენ, ან ცდილობენ ეს უკანასკნელი რამენაირად მოუძებნონ. ზოგადად ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება მილიონობით კითხვა ცხოვრებაში, ზოგს გვიან , ზოგსსაც ადრეულ ასაკში. პატარაობიდან ჩამოყალიბებული ძლიერი ინტერესი წარმატების დიდი საფუძველია. წინდახედული მოზარდის გონება, სწორედ ამ გაუთავებელ ფიქრში და გაუგებრობებში ვითარდება..

მოზარდთა უმეტეს ნაწილს პასიურები შეადგენენ, განსაკუთრებით კი საქართველოში. მათი ცხოვრება შეიძლება იყოს , როგორც ხმაურიანი, ისე ჩუმი და მყუდრო , ეს ადამიანზეა დამოკიდებული , მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი.. პასიური მოზარდის ცხოვრება არანაკლებ დატვირთულია კითხვებით.. მაგრამ ეს კითხვები განსხვავებით წინდახედულისა უმეტესად უპასუხოა, რაც მოზარდს შედარებით ნელა ავითარებს . შემორჩენილი კითხვები კი ხელს უშლის ზრდასრულ ასაკში შექმნილი ბარიერების გადალახვას .უხეშად რომ ვთქვათ მიზნის მიღწევა ორმაგად და სამმაგად რთულია ასეთი ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა , რომ მის ბავშვობაში შეიძლება ყოფილიყო ოცნება “პრეზიდენტობაზე” ან “პრემიერ-მინისტრობაზე” მაინც.. რასაც ვერ ვიტყვით ხელოვნებაზე.. პასიურ მოზარდს ძალიან უწყობს ხელს ნიჭიერება , ისინი სწორედ ამ ჯილდოს პროპორციულად აღწევენ წარმატებას..

წინდაუხედავი მოზარდი ძალიან ადვილი აღმოსაჩენია.. ასეთი ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს (ან თუ ახერხებს ,გვიან) ბავშვურ მავნე ჩვევებიდან გამოღწევას , მიუხედავად იმისა მას სიგარეტი ექნება თუ არა პირში გარჭობილი, ბავშვური ბუნება ყოველთვის ილტვის იმ ოდნავი სიამოვნებისკენაც კი, რაც გზაზე დახვდება.. ძალიან ხშირია ასეთი მოზარდების ფიზიკური დაპირისპირება, იმდენად ხშირი, რომ უკვე არავის უკვირს, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება..მე იმედი მაქვს, რომ ბევრი მოზარდი დაინახავს საკუთარ თავს ამ პოსტში და ოდნავ მაინც დაეხმარება გაიკვალოს გზა უფრო ადვილად ვიდრე აქამდე.

დიდი მადლობა თუ წაკითხვა არ დაგეზარათ.

აფორიზმები მოზარდებზე

  • მოზარდი, ეს არის არსებაა, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს მიღებული სკოლის გარეთ. (მარსელინ კოკსი)

    მოზარდები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზრდილები, ხოლო მოზრდილები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზარდები. (რობერტ ორბენი)

    თუკი მოზარდს არ აღიქვამენ სერიოზულად, ის იქცევა, როგორც პატარა, ურჩი ბავშვი. (ალფრედ ნიუმენი)

    ბუნება გვაძლევს თორმეტ წელს, რათა შევიყვაროთ ჩვენი შვილები, სანამ ისინი გახდებიან მოზარდები. (უილიამ კალვინი)

    მოზარდებმა არ იციან, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მათაც ისეთივე მწირი ინფორმაცია ექნებათ ცხოვრების შესახებ, როგორც მათ მშობლებს. (რიჩარდ უოლდერი)

    თუკი მეოცე საუკუნეში ეშინოდათ სერიული მკვლელების, ოცდამეერთე საუკუნეში ეშინიათ ჩვენი. (მოზარდი)

    პატარა შვილები თავის ტკივილია, დიდი შვილები გულისტკივილია. (იტალიური ანდაზა)

    საუკეთესო საშუალება შვილების სახლში ,,დასაბმელად” სასიამოვნო ატმოსფეროა. (დოროთი პარკერი)

    თუკი არ გეკითხებათ, საიდან გაჩნდა და არ გეუბნებათ სად მიდის, ესე იგი თქვენი შვილი მოზარდია. (უცნობი ავტორი)

გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს თინეიჯერებო!

ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

საინტერესოა, რა აძლევს ადამიანთა ნაწილს ძალასა და ენერგიას უმტკივნეულოდ გადალახოს ცხოვრებისეული პრობლემები, მაშინ როდესაც უმრავლესობა უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი უდიდეს ბარიკადად აღიქვამს და პრობლემათა ხლართებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.

რატომ არსებობენ წარმატებულნი და წარუმატებელნი? აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

მოზარდები მუდმივად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ამიტომ ხშირად თავს უბედურად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დაკვირვებული და ჭკვიანი მშობელია.

უფროსმა ადამიანმა იცის, რომ იმედგაცრუება ცხოვრებისეული, თანაც ხშირი და გარდაუვალი მოვლენაა, ეს ცოდნა მას გამოცდილებამ მოუტანა, მოზარდები კი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ყოველგვარ წინააღმდეგობას, ასე ჰგონიათ, რომ ერთი წაბორძიკებით ყველაფერი თავზე ემსხვრევათ.მათ არაფერი იციან იმის შესახებ, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, გამოსავლის მოძებნაში კი ისევ და ისევ მშობელი უნდა დაეხმაროს, როგორ? ძალიან უბრალოდ, საკუთარ მაგალითზე:

1. ნურასოდეს ჩავარდებით პანიკაში. დაიმახსოვრეთ! აფორიაქება, ისევე როგორც სიმშვიდე, გადამდებია.

2. მოზარდის უხეშობა არ მიიღოთ პირად შეურაცხყოფად, იცოდეთ ის ზოგადად არის გაღიზიანებული.

3. შეეშვით კრიტიკას, პირიქით_ უთხარით, რომ შეცდომები თქვენც ხშირად მოგდით.

4. დაინტერესდით მისი ცხოვრებით ისე, რომ მას გაუჩნდეს სურვილი თავად გიამბოთ ყველაფერი.

5. აგრძნობინეთ თქვენი თანადგომა ნებისმიერ სიტუაციაში, არასოდეს გაამტყუნოთ სხვების თანდასწრებით.

6. ხშირად უთხარით, თუ როგორ გიყვართ იგi.

ადამიანის ფსიქოლოგია რატომ ბოროტდება მოზარდი?

ზოგ მოზარდზე მოქმედებს გარშემომყოფი ხალხი.თუ მის ოჯახში არი გამუდმებული ჩხუბი და დაძაბულობა ეს მოზარდის ფსიქიკაზეც აისახება. ღიზიანდება აგრესიული ხდება რაც მის ქცევებში ვლინდება. საშინელებათა ფილმები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აჭრის ერთი კაცი მეორეს თავს სადაც ბევრი სისხლია ნაჩვენები მოზარდზე ცუდათ მოქმედებს. ხდება უფრო ნერვიული და უნდა მანაც იგივე გააკეთოს. მანაც მოკლას ვინმე როგორც იმ კინოში ნახა და ასე შემდეგ. არიან მოზარდები რომლების ოჯახშიც ჰარმონიაა მაგრამ ამის მიუხედავათ მაინც აგრესიულები არიან.ეს ალბათ უკვე მისი ხასიათის ბრალია ალბათ ესე ჩამოყალიბდა. ეკლესია კრძალავს მოზარდებმა რომ უყურონ საშინელებათა ფილმებს იმიტომ რომ მათზე ეს გავლენას ახდენს. მაგრამ ზოგს სულ არ აინტერესებს მის საკეთილდღეოთ რა არი კაი და უფრო უარესებს შვრება…
მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ რომ თვითონ ბუნებით როგორიც იბადება ადამიანი ისეთია. როგორც გინდა კარგ ოჯახში გაიზარდოს ბავშვი,
ის რაც უფრო იზრდება უფრო ფუჭდება თუ მას მშობელი ყურადღებას არ აქცევს და მის ნებაზე უშვებს
არსებობს მოზარდების ჯგუფი რომლებსაც ფსიქიკა იმით აქვთ შერყეული რომ მათი მშობელებისგან იმ სითბოს არ იღებენ რაც სჭირდებათ ამაზე ნერვიულობენ ჰგონიათ რომ დედას ან მამას შვილი არ უყვარს და ზოგი იმ ზომამდეც მიდის რომ სახლიდან წასვლა უნდება და აკეთებს კიდეც. სიყვარულის მოთხოვნილება-ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა. თუ ბავშვს შეუძლია გასცეს და მიიღოს სიყვარული, შეიგრძნოს იგი, მაშინ ყველა მისი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება.
როგორც ყველა დროში, დღესაც, მოზარდები საკუთარ გარეგნობას საგანგებო ყურადღებას და დროს უთმობენ. როდესაც ისინი ირჩევენ საკუთარ სტილს, დრეს-კოდს და ქცევის მანერას, ამით ისინი ხაზს უსვამენ საკუთარ განუმეორებლობას და ზედმიწევნით იცავენ თავიანთი გარემოცვის დაუწერელ კანონებს.მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვს შეუსრულდა 12,13 ან 14 წელი, არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ხდება დამოუკიდებელი და შეუძლია ოჯახის მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობის გარეშე საკითხების გადაწყვეტა. რა თქმა უნდა დღევანდელი 13 ან 14 წლის მოზარდები შეეცდებიან დაგარწმუნოთ იმაში, რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ ყველანაირ სახიფათო სიტუაციასთან გამკლავება და არაერთხელ გაიგონებთ მათგან: “ნუ მექცევი როგორც ბავშვს!” მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოზარდი მართლაც შესაშურ კომპეტენტურობას იჩენს რიგ საკითხებში, მაინც არ დამდგარა ჯერ იმის დრო, როდესაც მან შეიძლება უარი თქვას მშობლების მხარდაჭერაზე.
ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობა ვითარდება მაშინ, როდესაც თქვენ მშობლები თანდათანობით ამცირებთ მათზე კონტროლს და ნაბიჯ-ნაბიჯ ანიჭებთ მათ მეტ თავისუფლებას. ეს პროცესი უფრო სწრაფად განვითარდება, თუ მოზარდს მტკიცედ სჯერა: ყოველთვის შეიძლება სახლში დაბრუნდე და იპოვო იქ გაგება და გულისხმიერება, ყურადღება და მხარდაჭერა, როდესაც რაღაც არ გამოგდის. ასე მოზარდის ფსიქოლოგიაც მტკიცედ და კარგად ჩამოყალიბდება ფსიქოლოგები რჩევას აძლევენ მშოებლებს რომ შვილებს უფრო ნაზად და ამავდროულად მკაცრად მოექცეთ
მე კი რითიც შევძელი დავეხმარე ჩემს მკითხველ მოზარდსა თუ მშობელს
მოზარდებს მათი ხასიათების გარკვევაში მშობლებს კი იმაში თუ რატომ იქცევიან შვილები ასე აგრესიულად და რა უნდა გააკეთონ რომ ისინი აღარ
იყვნენ ესეთები.

წყარო:gogona.ge

მოზარდთა პრობლემები

I HATE YOU

თინეიჯერებო ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენს ცხოვრებაში ხშირია მომენტები, როდესაც გული ბოღმით გვევსება და გვეუფლება ისეთი გრძნობა, რომელიც მოსვენებას გვაკარგვინებს. ბუნებრივია ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ასეთი შემთხვევა, თუმცა მივხვდი, რომ არ შეიძლება ამდენ გაურკვეველ გრძნობას საშუალება მისცე გონება მოგიწამლოს. ბევრი თინეიჯერისაგან მსმენია, რომ ვიღაცა სძულს, ვიღაცას ვერ იტანს, თუმცა იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ამით საკუთარ თავს აყენებს ყველაზე დიდ ზიანს, რადგან პირველ რიგში ამით საკუთარ სულს იწამლავს და ამდენ გაურკვეველ გრძნობას აძლევს საშუალებას დაიმკვიდროს მასში და მართოს სურვილისამებრ. ბოღმა და შური მხოლოდ გონებას გვიწამლავს, ჩვენს სულში კი საინელ არეულობას იწვევს.მე ბევრ საუბარს აღარ გავაგრძელებ , თუმცა სულ უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ნუ შეიძულებთ ნურავის,ნუ ჩაიდებთ გულში ბოღმას, შურს, რადგან ამით პირველ რიგში საკუთარ თავს უქმნით სერიოზულ პრობლემას…….ვიცი, ეს არც ისეადვილია, მაგრამ, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით , ეცადეთ თქვენი თავი ამ სიძულვილით სავსე უფსკრულიდან თქვენ თვითონვე დაიხსნათ და მიხვდებით, რომ ცხოვრება ამ გამაღიზიანებელი და სულისშემძვრელი გრძნობების გარეშე ბევრად კარგი და მრავალფეროვანია!!!!!!!!!!!!

ცუდი სამეგობრო წრე და სიგარეტის მოწევა

გამარჯობათ, დღეს მინდა გესაუბროთ სიგარეტის მოწევაზე, ალბათ ყველამ იცით, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისათვის, ამიტომ არ მინდა, მთელი ტექსტი ამაზე ვწერო, ალბათ ეს თქვენთვისაც უინტერესო იქნება… ამიტომაც გადავწყვიტე მცირე გამოკითვხა ჩამეტარებინა, თუ რატომ იწყებენ მოწევას მოზარდები ადრეულ ასაკში ან თუნდაც რა მიზეზის ან საბაბის გამო ეწევიან სიგარეტს?!  ერთ-ერთი გამოკითხვის დროს 15 წლის რ.ბ-ს დავუსვი კითხვა:”რამდენის წლის ასაკში დაიწყე სიგარეტის მოწევა”? 13 წლის ასაკში დავიწყე მოწევა, სამეგობრო წრეში თითქმის ყველა ეწეოდა,შემდეგ მეც გადავწყვიტე მოწევა…მართალია, თავიდან ცოტა ვახველებდი მოწევის დროს, მაგრამ თანდათან უკვე მივეჩვიე…                                                                                  ესეიგი ამ პასუხიდან, იმ დასკვნის გამოტანა შეგვიძლიათ, რომ მოწევის ხშირი საბაბია ცუდი სამეგობრო წრე! ამიტომაც მეგობრების შერჩევის დროს უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, რათა მომავალში უფრო ჯანსაღი და გონიერი პიროვნებები იყოთ! ვინ, იცის კიდევ რას შემოგთავაზებენ იმ მეგობრებმა, რომლებმაც დღეს სიგარეტი შემოგთავაზეს…                                                                                                          

უნდა მუშაობდეს თუ არა თინეიჯერი?

მოგეხსენებათ თინეიჯერობის ასკასი ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ყველას გართობა, მეგობრებთან ერთად ყოფნა უნდა, თუმცა საკმაოდ აქტუალურია თინეიჯერების მუშობასთან დაკავშირებული საკითხი. სწორედ ამიტომ  ჩავატარე პატარა გამოკითხვა ჩვენს სკოლაში. გამოკითხულთა აზრით ერთის მხრივ კარგია, როდესაც თინეიჯერი მუშაობს, რადგან ის ეჩვევა შრომას, აქვს საკუთარი შემოსავალი და არ არის სხვაზე დამოკიდებული, თუმცა მეორე მხრივ გამოკითხულთა აზრით თუკი თინეიჯერი იმუშავებს, ის ვეღარ შეძლებს საფუძვლიანი განათლების მიღებას, რაც დაუშვებელია… იყო მეორე მოსაზრებაც, რომ თუკი თინეიჯერს არ ააქვს სწავლისაკენ მიდრეკილება, დროის ფუჭ ხარჯვას სჯობს იმუშაოს… მე პირადად ვეთანხმები ამ აზრს, რადგანაც თუკი ბავშვს არ ააქვს სურვილი ისწავლოს, არ ააქვს პრეტენზია მიიღოს უმაღლესი განათლება, ამ შემთხვევაში დასაშვებია იმუშაოს და რაღაც სასარგებლო გააკეთო პირველ რიგში საკუთარი თავისათვის..

პრობლემების გადაჭრის გზა

თინეიჯერებო, მე კარგად მესმის, რომ ამ ასაკში უამრავი პრობლება გექმნებათ და ძალიან გჭირდებათ თნადგომა, ვინმეს დახმარება, რადგან ადვილად გადაჭრათ საკუთარი პრობლემები, არადა მათი მოგვარება თქვენვე შეგიძლიათ.. თინეიჯერების უმრავლესობა საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მარტივ გზას ეძებს ისე, რომ უკან არაფერზე იხევს და არ ფიქრობს იმაზე, რომ თავისი გაუაზრებელი საქციელით შესაძლოა ბევრად სერიოზული პრობლემა შეუქმნას საკუთარ თავს. პრობლემა- ეს დასასრული არ არის და არც ისეთი კატასტროფაა , როგორიც წარმოგიდგენიათ. მთავარია ჭკვიანურად მიუდგეთ საკითხს, კარგად გააანალიზოთ და გაიაზროთ თქვენი პრობლემის არსი და თავადვე დაინახავთ, როგორ მარტივად იპოვნით პრობლემის უმტკივნეულოდ გადაჭრის გზას და არ არის გამორიცხული, რომ ამით სხვა სერიოზული პრობლემაც აიცილოთ თავიდან. მე არ მინდა ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაშიც მრავლადაა პრობლემები და როდესაც ასე ვიქცევი ყველაფერი გაცილებით მარტივია და ბევრად მიადვილდება საკუთარი პრობლემის გადაჭრა. ჩემს ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როდესაც ვცდილობდი გავქცეოდი ჩემს პრობლემებს ან რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მომეგვარებინა ისინი, მაგრამ ხშირად ასეთ შემთხვევაში უარესი ხდება და შედეგად ერთის ნაცვლად სხვა მრავალ პრობლება იჩენს თავს. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ნუ შეუშინებით თქვენს პრობლემებს, ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ ვინმე მოგიგვარებთ მას! თქვენი პრობლემის გადაჭრის გზა თქვენს ხელშია და თქვენვე შეგიძლიად უმტკივნეულოდ მოაგვაროთ ის

ინტერნეტი და თინეიჯერი

უშლის თუ არა კომპიუტერი თინეიჯერს სწავლაში ხელს? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს თანატოლებში ორი აზრი არებობს… ზოგი თვლის, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დიდ დახმარებას უწევს იმ მასალეის მოძიებაში, რომელიც მას სკოლაში სჭირდება, თუმცა ნაწილი თვლის, რომ კომპიუერი მთლიანად ფანტავს მის გონებას და ხელს უშლის მეცადინეობაში.. როდესაც ჩემს მეგობარს დავუსვი იგივე კითხვა მან მიპასუხა, რომ ინტერნეტის გარეშე ასებობა არ შეუძლია და როდესაც სკოლიდან მისული კომპიუტერთან ჯდება თავს ვეღარ ანებებს მას, რადგან ხშირად სხვადასხვა სოციალურ ქსელში ისეთ რამეებს აწყდება, რომ უჭირს ინტერნეტისათვის თავის დანებება და როდესაც წიგნებთან მიდის სამეცადინოდ გონება მაინც კომპიუტერისაკენ გაურბის.. ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ბევრი თინეიჯერისაგან მსმენია, რომ ანალოგიურად ემართება ხოლმე.. ჩემი აზრით, კომპიუტერი და ინტერნეტი გვართმევს ძალიან დიდ დროს და ვეღარ ვახერხებთ საფუძვლიანი განათლების მიღებას, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს……….

თინეიჯერების პრობლემა ე.წ ,,ნარკომანია“ 

მეცნიერები, რომლებიც ნარკომანიის პრობლემებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში ნარკომანი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს.ნარკომანია, ეს უმძიმესი სენი, მოსწავლეებსაც შეეხო,შეიმჩნევა მისი მატების მკვეთრი ტენდენცია.სამწუხაროა, მაგრამ პაქტია, რომ აკრძალულით დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება.ამ დროს ბავშვის ფსიქიკა ძალზე მგრძნობიარეა. ცხოვრებისეულმა ფსიქოტრავმებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. შწორედ ამ პერიოდში იწყება მოზარდის ნარკოტიკებით დაინტერესებაც.ყოველივე ცუდის საწყისი უცოდინარობაა.მშობელს,მასწავლებელს,საზოგადოების ყოველ წევრს სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ნარკოტიკებისა და ნარკომანიის შესახებ. ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ნარკოტიკი და ნარკომანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა მიიღონ.მათ ცნობიერებაში ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ნარკომანია ურთულესი დაავადებაა, – ხოლო ნარკომანი – ავადმყოფი. ავადმყოფობა არავის უნდა.არავინ ამაყობს თავისი დაავადებით, არც დაავადებულს ბაძავს.“ნარკომანია – საუკუნის ჭირი!” “ნარკომანია – გლობალური პრობლემა!” “ნარკომანია – თეთრი სიკვდილი!” “ნარკომანიის მკურნალობა – ეს ნარკოტიკებთან ბრძოლაა!” ეს სიტყვები, ალბათ ყველას გაუგონია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველაფერს დავიწყების საბურველი ფარავს და ყველაფერი თავდაყირა დგება…

ქართველ თინეიჯერები (ძირითადად გოგონები)და მათი კუმირები

ძვირფასო მკითხველებო,გადავწყვიტე ცოტა სახალისო პოსტი დამეწერა, ამ პოსტში შევეხები ქართველ თინეიჯერებს (ძირითადად გოგოებს) და მათ კუმირებს, მოკლედ რომ ვთქვა ვისაუბრებ იმ ადამიანებზე და იმ ნივთებზე რომელთა სიყვარეულის გარეშე ქართველი თინეიჯერი გოგონა ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია!    twilight                                                                                                                                                                                                                  ბინდი, ასე ეწოდება 2008 წელს გადაღებულ ფილს. ამ ფილმა მსოფლიოს ახალგაზრდობა გადარია, შოკში ჩააგდო. რათქმაუნდა ეს ფილმი ქართველმა თინეიჯერებმაც აიტაცეს. ანდა როგორ არ შიეძლება ისეთი ფილმი არ მოგწონოს სადაც გოგოს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ბიჭი მოსწონს, რომლებიც ერთმანეთზე სიმპატიურები არიან(რომელია მათ შორის უფრო სიმპატიური? ამ კითხვაზე დღესაც მიდის დავა და მეცნიერები ადასტურებენ რომ ამის გარკვევას საუკუნეები დაჭირდება). ერთ-ერთი ბიჭი ძალზედ ორიგინალურია, ხან მგელია ხან მექსიკელი. გოგო ამ ბიჭს ბოლომდე ვერ ენდობა, მართალია მოწონს მექსიკელები მაგრამ რო შეუყვარდეს და მერე მგლის ლეკვები ეყოლოს? . ამ საცოდავს მეორე ბიჭშიც არ გაუმართლა, ის ვამპირია ოღონდ ჩვეულებირივი კი არა როგორც აქამდე სხვადასხვა ფილმებით ვიცოდით, არამედ სრულიად ახალი 2008 წლის გამოშვება, მისი ფუნქციებია ტროლეიბუსივით სიარული ტყეში, და მზის შუქზე ბრწყინვა. სამწუხაროდ გოგოს მზის შუქზე კანი უღიზიანდება და ამიტომ არ რისკავს, ხომ შეიძლება ბავშვები ალერგიულები დაიბადნონ ამის გამო მამასავით სიმპატიურები არ იყვნენ, თან ელექტროენერგია გაძვირდა, ბავშვებს კი სუ თამაში უნდათ და ხშირად დაჭირდებათ დატენვა. ამ მიზეზების გამო ჯერჯერობით 3 სერიაა გადაღებული ამ საინტერესო ფილმისა, რეჯისორი ქატრინ ჰარდვიკი იმედოვნებს 23_ე სერიაში გოგო თავის არჩევანს გააკეთებს ხოლო 24_ე სერიაში დაიღუპება. ქართველ თინეიჯერ გოგოებს ძალიან მოწონთ ეს ფილმი, გახსნილი აქვთ ამ ფილმის ფანკლუბი, და ვებგვერდი, ისინი აპირებენ ამ ფილმის ყველა სერიის ყურებას რათქმაუნდა თუ მაგდენ ხანს შეძლებენ ცხოვრებას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  . justin bieber    ეს კიდე სულ ცხელცხელი ვარსკვლავია, ქართველი თინეიჯერების რისხვა და ოცნება, მისტერ სიმპატიურობა, მისტერ ხმა, მისტერ სილამაზე და მისტერ საბავშვო ბაღი. იშვიათობაა საქართველოში გოგო რომელსაც მისი სურათი არ უდევს სოციალურ ქსელზე ამით იგი ყველას აგებინებს თუ როგორ ძლიერად უყვარს ჯასტინი, მაგრამ სურათის ატვირთვა იმას კი არ ნიშნავს რომ ყველას შეუძლია ამ სურათის ნახვა და ნებისმიერი კომენტარის დატოვება? ნურას უკაცრავად! სურათს გამაფრთხილებლად და საყვარლად აწერია: მარტო ჩემიიი, ჩემი ოცნებაა, ჩემი კაციი, ჩემი სიცოცხლე, მიყვარხარ, ან ამდაგვარი სიყარულის გამომხატველი ფრაზა. ქართველმა ფანებმა მას საღამოც კი მიუძღვნეს .http://www.myvideo.ge/?video_id=1241832    სულ ეს იყო, იმედია მომიწონებთ და არ გამკიცხავთ. 😀

დაჩაგვრა და თვითმკვლელობა თინეიჯერებში!!!

მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მეშვიდე თინეიჯერი იჩაგრება სკოლაში-მათ უსწორდებიან ფიზიკურად და მორალურად, ხშირად გაუთვიცნობილებრივ თუმცა მოზარდების ფსიქიკისთვის რომელიც ჯერ კიდევ ყალიბდება ეს სერიოზული დარტყმაა. ბოლო წლებია ეს პრობლემა ძალიან აქტუალური გახდა მას შმედეგ რაც მსოფლიოში იფეთქა თვითმკვლელობებმა 14-20 წლის ასაკის ადამიანებში და გაიზარდა მოზარდებში სულიერი დააავდებების, ნარკოტიკული და ალკოჰოლური დამოკიდებულების რისკი. და მაინც რატომ ხდება ეს, რაა კონკრეტული მიზეზები? და რა შედეგით მთავრდება ყოველივე ეს?                                                                                                                                                                მიზეზები და შედეგები.

არატრადციიული ორიენტაცია: ხშირად სწორედ ესაა მთავარი მიზეზი უცხოურ ქვეყნებში (საქართველოში კი მენტალიტეტი კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას). ამის შედეგად არატრადიციული ორიენტაციის მქონე თინეიჯერების მეხუთედი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ჯამში მოზარდების 30% რომლებსაც სუიციდი მსხვერპლობს სწორედ გეები და ლესბოსელები ხდებიან, აქედან 61% ითმენს სიტყვიერ შეურაწყოფებს, ხოლო 18% ფიზიკურ ძალადობას, დანარჩებებო თავს საფრთხეში გრძნობენ სკოლაში. ამის დასტურად შეიძლება რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ: 210 წლის 21 სექტემბერს თავი ჩამოიხრჩო 13 წლის სედ უოლშმა კალიფორნიიდან, 22სექტემბერს ხიდიდან გადახტა 18წლის სტუდენტი ტაილერ კლემენტი ნიუ-ჯერსიდან, სექტემბერის დასაწყისში თავი ჩამოიხრჩო ანა ლუკასმა ინდიიდან.გარეგნობა: სკოლაში ხშირად ჩაგრავენ არასტანდანტური გარეგნობის ადამიანებს, მაგ.: ჭარბწონიანებს, ელამებს, ადამიანებს ნებისმიერი ფიზიკური ნაკლით ან თუნდაც სტილით გამორჩეულებეს, სუბ.კულტურების მიმდევრებს და ა.შ.მათში თვითმლვლელობა თუმცა ხშირია მაინც არაა იმდენად გავრცელებული როგორც ორიენტაციის შემთხვევაშია, აქ სხვა პროფილის პრობლემები ვლინდება. ჭარბჭონიანების 20%-ს გადაჭარბებული დიეტის გამო ემართებად ანორექსია, ფიზიკური ნაკლის მქონდე ადამიანები ისერავენ ვენებს და იმ სხეულის ნაწილებს რომლებიც ხდება დაცინვის მიზეზი, ასევე ხშირია ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკების მოხმარება.აკადემიური მიღწევები: ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივი პრივილეგიაა. აკადემიური მიღწევები, კარგი სწავლა, გატაცება მეცნიერებით ან ლიტერატურით, ყველაზე ხშირად კი ხელოვნებით გატაცება რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ხშირად ხდება მიზეზი დაცინვების, სახელების წამოძახების ფიზიკური გასწორებისაც კი. ასეთი ადამიანები იკეთებიან საკუთარ თავში, ვარდებიან ღრმა დეპრესიაში, ხდებიან აგრესიულები.ასევე გავრცელებულია ინერნეტით დაჩაგვრა რომელიც გამოუცდია თინეიჯერების 20.8%-ს.ამ თუ სვხა მიზეზებით თინეიჯერების დაჩაგვრას მოსდევს მათი მხირდან: სუიციდი, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული დამოკიდებულება, სხეულის დასახიჩრება, დეპრესია, ფსიკიკური აშლილობა, ნერვოზი, ჩაკეტილობა, გარე სამყაროსგან იზოლირება, მაზოხიზმი, ანორექსია, თავდაჯერებულობის სრული არქონა, დაბალი სოციალური აქტივობა, კომპლექსების ჩამოყალიბება.

სადახლოელი თინეიჯერები

  მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო! რამდენი ხანია პოსტებს არ ვწერდი, მაგრამ აწი გამოვასწორებ! დავიწყოთ იქედან, რომ მე ყოველთვის ზოგად ინფორმაციებს ვწერდი თინეიჯერების შესახებ, თუმცა ორი დღის წინ ვიყავი მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში და გადავწყვიტე სადახლოელი თინეიჯერების შესახებ დამეწერა. რა-თქმა უნდა სადახლოშიც არიან თინეიჯერები :D, მაგრამ მათი ცხოვრების წესი აბსოლუტურად განსხვავებულია, ქალაქელი თინეიჯერების ცხოვრების წესსზე… მათ არ აქვთ კომპიუტერი,ანუ ვერ იყენებენ ინტერნეტს,ესე იგი ინტერნეტი არ არის მათთვის ერთ-ერთი გასართობი საშუალება,ანუ ვერ თამაშობს დიდ როლს მათი ცხოვრებაში ეგრეთ წოდებული ინტერნეტი,როგორც ქალაქელ თინეიჯერების ცხოვრებაში… რამოდენიმე სადახლოელი თინეიჯერებისაგან ინტერვიუ ავიღე,თუ გაინტერესებთ ბოლომდე წაიკითხეთ 😀 .  მე:გამარჯობა თქვენი გაცნობა შეიძლება?                                                                                                                                                                                        ის:გამარჯობა! თურალი მქვია, ვარ 16 წლის, მე-10 კლასის მოსწავლე.                                                                                                                                       მე:სასიამოვნო იყო შენი გაცნობა! თურალ თუ შეიძლება რამოდენიმე კითხვა დაგისვა ?!                                                                                                                   ის: კი რა-თქმა უნდა!                                                                                                                                                                                                                                               მე: რითი ხარ დაკავებული თავისუფალ დროს თურალ?                                                                                                                                                                   ის:თავისუფალ დროს მე და ჩემი რამოდენიმე ამხანაგი ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს სტადიონი და ამიტომაც ჩვენს მიერ გაკეთებულ სტადიონზე ვთამაშობთ.მე:ჰმმ! სკოლაში თუ დადიხარ თურალ?                                                                                                                                                                                                                 ის: კი, რა-თქმა უნდა დავდივარ,ოღონდ ჩვენს სოფელში სკოლა არ არის, და ამიტომაც რამოდენიმე კილომეტრი ფეხით მიწევს ხოლმე სიარული, მეზობელ სოფელში სასწავლებლად.                                                                                                                                                                                                                             16 წლის თურალი არის ფრიადოსანი მოსაწავლე, იგი ასევე წერს ლექსებს!                                                                                                                                                  შემდეგ კი რამოდენიმე კითხვა 15 წლის დილბარს დავუსვი.                                                                                                                                                                         მე: თქვენ (ანუ სადახლოელი გოგონები) რა აკეთებთ დილბარ თავისუფალ დროს?                                                                                                                                ის:ჩვენ ბევრი ალტერნატივა არ გვაქვთ :D, წიგნს ვკითხულობთ და სადახლოს მშვენიერი ბუნებით ვტკბებით, ვსეირნობთ.      p.s მეორე სურათზე ქუდი რომ ახურავს, ეგ მე ვარ :D.                                                                                                                                                                                         სულ ეს იყო ძვირფასო მკითხველებო! იმედია მოგეწონათ!

მოზარდები პასუხისმგებლობის შესახებ

მოზარდები მშობლების მოუცლელობაზე